თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 21 მაისს, სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.