ბაწარა-ბაბანეურის, კინტრიშის, მაჭახელასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე კოლხური ბზა სპეციალური ბიოლოგიური პრეპარატებით და დამატებითი ბუნებრივი საშუალებებით მუშავდება. აღნიშნული პროცესი მიმართულია გავრცელებული მავნებლის, ბზის ალურას წინააღმდეგ, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ უნიკალურ სახეობას.

კოლხური ბზა გადაშენების პირას მყოფი ენდემური სახეობაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და სახეობების შენარჩუნების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს აქტიურად ახორციელებს. მათ შორისაა, კოლხური ბზის დაცვის ღონისძიებები, რომლებიც 2020 წლიდან წარმატებით ტარდება.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს