დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის 2025 წელს ჯამში 3.746 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ, - ინფორმაციას სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2025 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანი იყო.

ცნობისთვის, საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დამსაქმებელი პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით ჯარიმდება.