საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლების“ შესახებ კანონპროექტის მეორედ ინიციირებას მოჰყვა. 

„ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!“, - წერია კლუბის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. 

საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა სოციალურ ქსელში პოსტებით და ფოტოებით გამოხატეს ასევე საფეხბურთო კლუბებმა: „ლოკომოტივი“ თბილისი, „ზესტაფონი“ და „ჯვარი“.