2023 წლის იანვარ-ივნისში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები)  შესულმა შემოსავალმა 2,265,528.14 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შემოსავლიდან 1,359,316.8 ლარი იყო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი შემოსავალი, ხოლო 906,211.28 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის.

ამასთან, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში  BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 1,795,601.92 ლარი შეადგინა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.