ბრიტანეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები 25 დეკემბერს მარშს მართავენ.

„ვიკრიბებით, ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, 18:00 თსუ-ს მე-2 კორპუსთან  ბრიტანეთის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა  (Chevening and John Smith Fellowship)  მარშზე.

მოწოდებით: Chevening Alumni Stand for the European Georgia.

საიდანაც შევუერთდებით თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ აშშ პროგრამების კურსდამთავრებულთა მარშს.

იმედს გამოვთქვამთ, გამონახავთ დროს და შესაძლებლობას, რათა გავაგონოთ ჩვენი ევროპული ხმები სამყაროს!“, - ნათქვამია განცხადებაში.