ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“