ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში პირადი და გუნდური მსოფლიო თასი მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.

აჭარაში 3 დღის განმავლობაში გულშემატკივართა წინაშე, 40 ქვეყნის,  200-მდე მსოფლიოს საუკეთესო ქალი ხმლით მოფარიკავე წარდგება. მსოფლიო თასი ფარიკაობაში 13 მაისს დასრულდება.