საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
დღეს, გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. ცნობილია, რომ გემზე ასევე ომისა და პუტინის მხარდამჭერი აქტივისტები იმყოფებიან.
მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა, ადგილზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან და ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა