აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. CNN-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა ალაბამას, ჯორჯიის და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში, სადაც ძლიერი ქარი და წვიმებია.

როგორც „სიენენი“ poweroutage.us-ზე დაყრდნობით წერს, დაბალი ტემპერატურის ფონზე, მასშტაბურად გაითიშა ელექტროენერგია.

„ოთხშაბათს დილით 600 000-ზე მეტი სახლი და საწარმო დარჩა ელექტრომომარაგების გარეშე ათზე მეტ შტატში, მათ შორის, 145 000-მდე აბონენტი ნიუ იორკსა და 105 000-ზე მეტი პენსილვანიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიუ იორკის გუბერნატორის კეტი ჰოუკულის განცხადებით, ყინვების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლი, წვიმა და ქარი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს.