თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარუდოდ, კიბერშეტევა განხორცილდა, რომლის დეტალებს გამოძიება დააგენს.

 

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.

 

„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდნ, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დააგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის იერ განხორციელდა კიბერშეტევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.

იბფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.