შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა არც მონასტერი. ფაქტის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. რის შემდეგაც განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მონასტრის მიმდებარე კლდიდან ქანების ჩამოშლა პერიოდულად ხდება. ხოლო წელს შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
გეოლოგ შოთა ლობჟანიძის თქმით, კლდის განმეორებითი ჩამოშლის რისკი მინიმალურია, სპეციალისტების დასკვნა კი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა.
"ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა. დანარჩენი დასაზუსტებელია, რა რაოდენობის მასალაა და როგორ. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ, ახლა საშიშროება არ არსებობს," - აღნიშნა გეოლოგმა