ეგ­ვიპ­ტელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სულ ცოტა ხნის წინ, უძ­ვე­ლეს ტა­ძარ­თან მდე­ბა­რე ფა­რუ­ლი ნავ­სად­გუ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც კლე­ო­პატ­რა VII- ს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­თა სა­მი­ნის­ტრომ 18 სექ­ტემ­ბერს გა­ა­კე­თა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნავ­სად­გუ­რი ტა­პო­სი­რის მაგ­ნას ტა­ძარ­თან იპო­ვეს, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლით და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს.

ეგ­ვიპ­ტუ­რი ღვთა­ე­ბა ოსი­რი­სი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ტა­ძა­რი, პტო­ლე­მე­ო­სე­ბის ეპო­ქა­ში იქნა აგე­ბუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძვ.წ. III სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი კლე­ო­პატ­რას მმარ­თვე­ლო­ბამ­დე ორი სა­უ­კუ­ნით ადრე აშენ­და, ის ეგ­ვიპ­ტის უკა­ნას­კნე­ლი დე­დოფ­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საც აქ­ტი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნავ­სად­გუ­რი ტა­ძარ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ასე­ვე პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბო­და ხმელ­თა­შუა ზღვა­საც. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ისიც, რომ ნავ­სად­გურს მარ­ჯნის რი­ფე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი.

“ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნი იქნა სხვა­დას­ხვა ზო­მის ქვი­სა და ლი­თო­ნის ღუ­ზე­ბი, აგ­რეთ­ვე ამ­ფო­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც პტო­ლე­მე­ოს­თა პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა“ აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ უძ­ვე­ლე­სი სა­ნა­პი­რო ზოლი დღე­ვან­დე­ლი სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 4 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობ­და.

"აღ­მო­ჩე­ნე­ბი არა მხო­ლოდ გვაძ­ლევს მეტ წარ­მოდ­გე­ნას იმ ეპო­ქის ეკო­ნო­მი­კურ და რე­ლი­გი­ურ სტრუქ­ტუ­რებ­ზე, არა­მედ ადას­ტუ­რებს ეგ­ვიპ­ტის, რო­გორც მსოფ­ლიო სა­ზღვაო საქ­მი­ა­ნო­ბის ცენ­ტრს სტა­ტუსს, ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სიძ­ვე­ლე­თა მდი­ვან­მა, მო­ჰა­მედ ის­მა­ილ ხა­ლედ­მა.

წყა­რო: ambebi.ge