„21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა“ – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 13:00

19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 14:15

19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:45

19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:15

20 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00

20 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 16:30

22 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00

22 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 16:30

23 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:30

23 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:0023 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:00

ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3 - წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets“ – ნათქვამია ინფორმაციაში.