„შექსპირს აქვს თავის სონეტში - What Is the City but the People? - ქალაქი რა არის, თუ არა ის ადამიანები, ვინც ვინც ცხოვრობს ამ ქალაქში“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის წამყვანმა ლევან კობერიძემ ქვეყნის ბრენდსა და ადამიანების განწყობებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები აცოცხლებენ ქალაქის ემოციურ სახეს, ადამიანები ქმნიან იმ დიზაინს, რასაც ესა თუ ის ქალაქი წარმოადგენს.

გადაცემის სტუმარ ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას თქმით, ადამიანი არის განწყობები. თუ ადამიანის განწყობები არ იცი, დიდი პროექტების რეალიზაციისას, შეიძლება ძადიან დიდი შეცდომები დაუშვა.

„როცა ადამიანს ბრენდს ვთავაზობთ და არ გავითვალისწინებთ მის განწყობებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ჰაერშია გასროლილი. ადამიანის შესწავლა სწორედ განწყობების შესწავლაა. განწყობების შესწავლით რევოლუცია მოხდა. ეს არის მძლავრი იარაღი, რომლითაც ბევრი სარგებლობს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არავის აწყობს“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავამ.

მისი თქმით, ადამიანის განწყობების შესწავლას ატომურ ბომბზე ძლიერი ეფექტი აქვს. რადგან „ის ანადგურებს ცოცხალ არსებას, განწყობის შესწავლა კი  ცოცხალ არსებას შემოაბრუნებს და გახდის ისეთს, როგორიც გინდა.

„თუ მე ვიცი ადამიანების განწყობა, შემიძლია განვსაზღვრო და მიმართულება მივცე მათ მოტივაციას. თუ მე მათ მოტივაციას მიმართულება მივეცი, დეტერმინიზაციას გავუკეთებ მათ ქცევას. ამას სჭირდება დიდი სამუშაო, სატელევიზიო გადაცემები, სამთავრობო გადაწყვეტილებები, იდეოლოგია, რელიგია და ა.შ., - ყველაფერი ის, რაც ადამიანზე მოქმედებს, რაც ადამიანს უცვლის ემოციურ დამოკიდებულებას. ის, რეალურად, ატომურ ბომბზე უფრო ძლიერია, ის ანადგურებს ცოცხალ არსებას, განწყობის შესწავლა კი  ცოცხალ არსებას შემოაბრუნებს და გახდის ისეთს, როგორიც მე მინდა“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.

გადაცემის მეორე ნაწილში ლევან კობერიძემ და გადაცემის სტუმარმა ხელოვნურ ინტელექტზე, მისგან მომავალ საფრთხეებსა და, ამ ფონზე, ადამიანის განწყობის მზაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ზურაბ ბიგვავას თქმით, თუ ადამიანის ფსიქიკა არ არის მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად და გადასამუშავებლად, შეიძლება პანიკა განვითარდეს. ამიტომ სჯობს, რომ ადამიანი მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცული იყოს.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ისეთი ტემპები აიღო და განვითარების იმ სიმაღლეს მიაღწია, როცა მთელი მსოფლიოს მმართველი ელიტები დაფიქრდნენ, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ მან საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას? მას უამრავი დადებითი მომენტი აქვს, წინ გადადგმული ნაბიჯია, წამებში შეუძლია გააკეთოს ისეთი საქმე, რასაც ინტელექტუალი ადამიანი თვეებს ანდომებს. დაფიქრდა ხალხი, ხომ შეიძლება ამ მან მიიღოს უნარი, შეიძინოს ემოცია? დღეს ფანტასტიკური ფილმები გარკვეულწილად ამ ყველაფრის მომზადებაა. თუ ადამიანის ფსიქიკა არ არის მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად და გადასამუშავებლად, შეიძლება პანიკა განვითარდეს. ამიტომ სჯობს, რომ ადამიანი დაცული იყოს საფრთხეებისგან და მზად ვიყოთ დადებითი სცენარისთვის“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.