ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი – ეს ის მდინარეებია, რომელთა აუზში ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა შემუშავდეს შვიდი კლიმატურ საფრთხისათვის – წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი და ძლიერი ქარი.
ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო.
პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, არცერთ მდინარეზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული არაა.
რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა მაშინ, როცა გვაქვს ფული იმისათვის, რომ ეს სისტემა გვქონდეს, ამის გარკვევას ნეტგაზეთი შეეცადა
- რა არის ადრეული გაფრთხილების სისტემა და რატომ გვჭირდება ის
ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს საფრთხეების მონიტორინგს, პროგნოზირებას, კატასტროფების რისკის შეფასებას და მზადყოფნას.
ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ბიზნესსა და მთავრობას, რომ მიიღონ დროული ზომები, კატასტროფის რისკების შესამცირებლად წინასწარ, სანამ სტიქია განვითარდება.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა მოიცავდეს ოთხ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს:
- სისტემატურად უნდა გროვდებოდეს მონაცემები მოსალოდნელი კატასტროფის რისკზე და ხდებოდეს მისი შეფასება,
- უნდა ვლინდებოდეს საფრთხე და მისი შესაძლო შედეგები, მონიტორინგი, ასევე ანალიზი და პროგნოზირება,
- ოფიციალურმა წყარომ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა დროულად და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე,
- ყველა დონეზე უნდა იყოს მზადყოფნა მიღებულ გაფრთხილებაზე სწრაფი რეაგირებისათვის.
ვინ ეხმარება საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვაში
საქართველომ 2018 წელს კლიმატის მწვანე ფონდისგან (GCF) 27 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებისთვის.
ეს იყო შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემური მიდგომები განვითარებულიყო ქვეყანაში და საქართველოს დაენერგა მსოფლიო გამოცდილებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.
მასალა ვრცლად იხილეთ netgazeti.ge - ზე