ტექინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ამის შესახებ მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა.

საუბარია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნებზე.

კერძოდ, დადგენილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით ერთიან ელექტრ

ამასთან, ინსპექტირების ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს:

  • თითოეულ ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი შეუფერხებელი სატელეფონო და ინტერნეტკავშირი;
  • ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერული/ ელექტრონული ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ინსპექტირების ეფექტიანობას, სიზუსტესა და სანდოობას;
  • ინსპექტირების ცენტრის მიერ ინსპექტირების მონაცემების შენახვა საკუთარ ელექტრონულ ბაზაში უნდა ხდებოდეს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით;
  • თითოეული ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში;

ამასთან, ინფორმაციული სისტემა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

  • მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიზნით, ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დროის დაგეგმვას ვებგვერდის საშუალებებით;
  • ინსპექტირების შედეგების ზუსტ ჩაწერას, შენახვის/გადაცემის დაცულობასა და სანდოობას. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას სასწორიდან, სამუხრუჭე ტესტერის, აირანალიზატორისა და კვამლიანობის მზომის მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისაგან და/ან კონტროლისაგან;
  • სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სტატუსისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეყვანით;
  • ინსპექტირებული სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკურ მონაცემებს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, დროის პერიოდისა და კონკრეტული ინსპექტირების ცენტრის მიხედვით;
  • ინსპექტირების ცენტრის შესაძლებლობას, ინფორმაციული სისტემის მეშვეობით გამოითხოვოს მომსახურების სააგენტოდან ინსპექტირებაზე წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემები;

ინსპექტირების ცენტრების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე, გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა, ინდივიდუალური წვდომა უნდა ჰქონდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრები ვალდებულნი არიან, ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცეში დაამონტაჟონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, რაც მოიცავს იმ რაოდენობის ვიდეოკამერებს (მაგრამ არანაკლებ 2 ცალისა), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ვიზუალური გარჩევის შესაძლებლობა; ვიდეოკადრში სანომრე ნიშანი უნდა ჩანდეს მკაფიოდ და გარკვევით;
  • ვიდეოგამოსახულების კადრში უნდა ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი;
  • კამერების რაოდენობა და თითოეული კამერის ხედვის კუთხე ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალებისა და მის გარშემო არსებული პერიმეტრის სრულყოფილი ხედვის შესაძლებლობას იმგვარად, რომ თითოეულ ტესტირების ხაზზე შესაძლებელი იყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელება ოთხივე მხრიდან;
  • ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცეში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 14 თვის ვადით)

დადგენილების მიხედვით, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლიათ, ისარგებლონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ახალი ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და მისი შეუფერხებელი ადმინისტრირება.

bpn.ge