შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა წარადგინა.
განახლებულ პროგრამაში ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება შემცირებულია.
კერძოდ, ეროვნულ გამოცდებზე ბარათაშვილის შემოქმედებიდან შეტანილია მხოლოდ ორი ლექსი: "მერანი" და ,,შემოღამება მთაწმინდაზედ".
საგულისხმოა, რომ პროგრამიდან ასევე ამოღებულია პოლიკარპე კაკაბაძის დრამატული ნაწარმოები -„ყვარყვარე თუთაბერი“.
2024 წლის პროგრამასთან შედარებით 2025 წლის ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“; ანუ 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ.
2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების სრული სია ასეთია:
1)სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები
2),,დავითიანი“(კონკრეტული თავები)- დავით გურამიშვილი
3),,გოგჩა“- ალექსანდრე ჭავჭავაძე
4),,საღამო გამოსალმებისა“- გრიგოლ ორბელიანი
5),,პასუხი შვილთა“- გრიგოლ ორბელიანი
6),,პასუხის პასუხი“- ილია ჭავჭავაძე
7),,არ უკიჟინო სატრფოო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
8),,ცისა ფერს“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
9),,ხმა იდუმალი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
10),,სულო ბოროტო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
11),,ვპოვე ტაძარი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი
12),,ბედნიერი ერი“- ილია ჭავჭავაძე
13),,ჩემო კალამო“- ილია ჭავჭავაძე
14),,განდეგილი“- ილია ჭავჭავაძე
15),,აჩრდილი“- ილია ჭავჭავაძე
16),,აღმართ-აღმართ“- აკაკი წერეთელი
17),,სულიკო“- აკაკი წერეთელი
18),,ქებათა ქება“- აკაკი წერეთელი
19),,ხევისბერი გოჩა“- ალექსანდრე ყაზბეგი
20),,რამ შემქნა ადამიანად“- ვაჟა-ფშაველა
21),,იას უთხარით ტურფასა“-ვაჟა-ფშაველა
22),,ბახტრიონი“- ვაჟა-ფშაველა
23),,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“- ვაჟა-ფშაველა
24),,ყვარყვარე თუთაბერი“- პოლიკარპე კაკაბაძე
25),,მშობლიური ეფემერა“- გალაკტიონ ტაბიძე
26),,ლექსი-პოეზია“- პაოლო იაშვილი
27),,ნინოწმინდის ღამე“- გიორგი ლეონიძე
28),,მკვდართა მზე ვარ“- ანა კალანდაძე