დღეისათვის ERP სისტემები ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფის აუცილებელი ინსტრუმენტია. მათი საჭიროება თანამედროვე ბიზნეს-ოპერაციების სირთულით არის განპირობებული შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ არა ERP სისტემის აუცილებლობა, არამედ, მისი საუკეთესო ვერსიის არჩევა დგება. რომელი ERP უნდა გამოიყენოს ბიზნესმა მაქსიმალური სარგებლის მისაღებად?
სხვადასხვა წყაროები, მათ შორის G2, Capterra და Software Advice ერთ-ერთ საუკეთესო ERP სისტემად Microsoft Dynamics 365 Business Central-ს ასახელებენ.
Forbes Advisors-ის 2023 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით კი, Microsoft Dynamics 365 Business Central ზოგადი შეფასებით საუკეთესო ERP სისტემად იქნა აღიარებული.
Microsoft Dynamics 365 Business Central-ის არჩევა იმ ERP სისტემაში ნიშნავს ინვესტირებას, რომელიც საფუძვლიანადაა შემოწმებული დარგის ექსპერტების მიერ და, ამავდროულად, წარმატებული იმპლემენტაციის გამოცდილებაც აქვს. სისტემა მოიცავს ფუნქციონალის ფართო სპექტრს - ფინანსებიდან და ბუღალტრული აღრიცხვიდან მიწოდების ჯაჭვისა და პროექტების მენეჯმენტამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft Dynamics 365 Business Central დაფუძნებულია ღრუბლოვან სისტემაზე, რაც მონაცემებსა და ინსტრუმენტებზე ნებისმიერი ადგილიდან წვდომას გულისხმობს ინტერნეტის მეშვეობით.
საქართველოში კომპანიები მუდმივად ეძებენ საიმედო პარტნიორსა და თანამედროვე სისტემებს ბიზნეს მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად. SMART business 14 წელია უზრუნველყოფს Microsoft-ის პროდუქტებზე დაფუძნებულ ERP სისტემის იმპლემენტაციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ოფისი მხოლოდ 4 წელია რაც გაიხსნა, თუმცა კომპანიამ უკვე შეძლო განეხორციელებინა სისტემის დანერგვის არაერთი წარმატებული ქეისი, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე SMART business Georgia ნამდვილად საიმედო პარტნიორია.