სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 93 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 1 153 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 48 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 480 ადამიანი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 254 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 63-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 135 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული და შსს-ს მიერ ჯერჯერობით არცერთი საქმეა გახსნილი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 195 შეადგინა. აქედან 1 820 ქალია, ხოლო 375 – მამაკაცი.