საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სტუდენტობა მიულოცა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე.
„პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.