2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს შორის კაცები თითქმის ორჯერ აჭარბებენ ქალებს. გასულ წელს საქართველოს მოქალაქე 62 687 კაცი და 38 115 ქალი წავიდა ემიგრაციაში.
გასული წლის მონაცემებით, იმიგრანტებს შორისაც კაცები აჭარბებენ ქალებს. 2022 წელს 33041 კაცი და 21364 ქალი დაბრუნდა ემიგრაციიდან.