„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას“ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო.
ამასთან, კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის.