მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 15-წლიანი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს კვების რაციონი, ტვინის ჯანმრთელობასა და ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე.

ნაშრომი ჟურნალში – Nature Aging გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში 2500 ხანდაზმული ადამიანი მონაწილეობდა და მათ 15 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც რეგულარულად მოიხმარდა წითელ და გადამუშავებულ ხორცს (ბეკონი, ძეხვეული, ბურგერები) და შაქრიან გაზიან სასმელებს, უფრო მეტად ჰქონდათ გულის დაავადებებისა და დემენციის განვითარების რისკი. ამ რაციონმა, "კვების ანთებითი ინდექსის" (EDII) მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა.

ამრიგად, ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ არასწორი კვება, პირდაპირ კავშირშია დემენციის და პარკინსონის დაავადების, დეპრესიის, ასევე, დიაბეტის, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებთან.

და პირიქით, დაბალანსებული კვების რაციონის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი. ეს კი, იმაზე მიუთითებს, რომ ჯანსაღი კვება ქრონიკული ანთების (ანთების და დაბერების კომბინაცია) პროცეს ანელებს.

ყველაზე გამოხატული დადებითი ეფექტი, კვების სამმა სისტემამ აჩვენა. ესენია:

I. ხმელთაშუა ზღვის დიეტა (ძირითადად ბოსტნეული, ხილი, თევზი, მარცვლეული და ზეითუნის ზეთი, მინიმალური წითელი ხორცით);

II. დიეტა MIND (აერთიანებს ხმელთაშუა ზღვის პრინციპებს და DASH-დიეტას, რომელშიც განსაკუთრებულ ყურადღება, კენკრას და ფოთლოვან ბოსტნეულს ექცევა);

III. დიეტა AHEI – ის ჰარვარდის მეცნიერების მიერ არის შემუშავებული და ბოსტნეულის, თხილის, პარკოსნების და ჯანსაღი ცხიმების* მოხმარებას გულისხმობს.

* 5 სასარგებლო ცხრილი, მათთვის, ვინც თვალს ადევნებს საკუთარ ჯანმრთელობას და წონას:

1. პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

2. პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით, ამა თუ იმ ვიტამინს შეიცავს.

(პროდუქტები მოცემულია, მითითებული ვიტამინის შემცველობის, კლების მიხედვით)

A - საქონლის ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, თევზი, რძე, ისპანახი, სტაფილო, ოხრახუში.

B1 - კვერცხი, რძე, საქონლის ღვიძლი, ბარდა, ლობიო, ხორბლის ღივი, საფუარი.

B2 - ხაჭო, კვერცხი, შვრიის ფანტელი, ღორის ხორცი, თევზი, რძე, სოიოს კარაქი.

C - ასკილი, ციტრუსები, წითელი ხილი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა,

ლობიო, ბოლოკი.

D - ზეთი, საქონლის ღვიძლი, თევზი, კვერცხლის გული, საქონლის ღვიძლი.

E - რძე, სალათის ფოთოლი, ხორბალის ღივი, ზეთი.

F - საქონლის ღვიძლი, სოკო, შვრიის ფანტელი, შოკოლადი, კვერცხის გული,

კაკალი, რძე.

K - ზღვის კომბოსტო, მწვანე ჩაი, ისპანახი, ხახვი, ოსპი.

3. ბოსტნეული, სალათები, ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები

intermedia.ge