2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

თბილისში 1.24 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მეორე ადგილზე 463 ათასი ადამიანით იმერეთია, ხოლო მესამეზე ქვემო ქართლი, სადაც მოსახლეობა 442 ათასია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.