პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2024 წელს გამოტანილი სახელმწიფო  ქონებიდან 11 გაიყიდა. 

შედეგების მიხდევით ყველაზე ძვირად თბილისში. სარაჯიშვილზე მდებარე  65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა, მასში  ინვესტორმა 34 220 000 ლარი გადაიხადა.

ყველაზე იაფად კი სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებაა, რომელშიც „მიდამო დეველოპმენტმა“ 133 000 ლარი გადაიხადა.

აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ჩამონათვალი ასეთია

  • ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - შპს ქეისიბი ალიანსმა 787000 ლარად შეიძინა.
  • თამარ მეფის ქუჩა N29-ში მდებარე 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - შპს მშენებელი 2023 ზკ -მ  174500  ლარად შეიძინა.
  • ქალაქ რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 2517.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა - სტარ ბილდინგ 2024 - მა 709000 ლარად შეიძინა.
  • ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს იონფაშ ჯორჯიამ 34 220 000 ლარად შეიძინა.
  • ქალაქ სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - შპს მიდამო დეველოპმენტიმა 133000 ლარად შეიძინა.
  • ქალაქ სამტრედიაში, გრიბოედოვის ქუჩა, შესახვევი 1-ში არსებული 27674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - შპს მიდამო დეველოპმენტმა 85000 ლარად შეიძინა.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე 11525.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - რაშად ჯალილოვმა 70500 ლარად შეიძინა.
  • ქალაქ თბილისში, აბუსერიძე ტბელის ქუჩა N80-ში არსებული 1913.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - ელენე ყიფიანმა 514000 ლარად შეიძინა.
  • დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცივწყაროში მდებარე 7134.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - შპს მალამ 131000 ლარად შეიძინა.
  • ქალაქ თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა - შ.პ.ს მშენებელი თბილისი-9-მა 2272500 ლარად შეიძინა.
  • ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში მდებარე 10543.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N8 შენობა-ნაგებობა - არჩილ კაპანაძემ 336 000 ლარად შეიძინა.

რა ქონება იყიდება ამჟამად  აუქციონზე

    • სოფელ დიღომში  ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა N30-ში მდებარე 3896.00 კვ.მ კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 490 000 ლარად იყიდება.  მიწის განმკარგავი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. აუქციონი 1 აპრილს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება. გადახდის ბოლო ვადა კი 15 მაისია.
    • ქალაქ ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩა N1-ში არსებული 18479.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5 (ნანგრევი), N6 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 1750000 ლარად იყიდება. აუქციონი 2 აპრილს  გამოცხადდა და 16 აპრილს დასრულდება.