აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მას შემდეგ რაც, ლიდერებმა მედიის წარმომადგენლების წინ ცხარედ იკამათეს, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ, თეთრი სახლი დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
მე მინდა მშვიდობა, ზელენსკი პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ ოფისში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ ისეთი, რასაც ასეთი დაძაბულობისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარე საუბრის გარეშე ვერ შევიტყობდით. შესანიშნავია, რაც გამოიხატება ემოციებით. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენესკი მზად არ არის მშვიდობისთვის. ამერიკა თუ ერთვება, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, – წერს ტრამპი.
1tv.ge