ყაზახეთში შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა ძალაში 2024 წლის 14 ივნისს შევიდა, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს არ ეხება შაქრის საერთაშორისო ტრანზიტს რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ასევე, ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ზაფხულის განმავლობაში, როგორც მოსახლეობის, ასევე, სამრეწველო მომხმარებლების მიერ შაქარზე შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. სამინისტროს ცნობით, შაქრის ხელმისაწვდომი მარაგი საკმარისზე მეტია.