დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) „კონსერვატიულ მოძრაობა ალტ-ინფოს" შემომწირველების შესახებ აქვეყნებს კვლევას. მათ მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, 2023 წელს „კონსერვატიულ მოძრაობა ალტ-ინფოს" ყველაზე მეტი შემომწირველი ჰყავს.

„ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს" ლიდერებმა დაფუძნების დღესვე, 2021 წლის 20 ნოემბერს ღიად განაცხადეს, რომ მათი მიზანი  საქართველოს პროდასავლური საგარეო ვექტორის პრორუსულით შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაა.

„კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ მიზნად ისახავენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

2023 წლის იანვრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას ალტ-ინფოს" სხვა ოპოზიციურ და მმართველ პარტიასთან შედარებით ყველაზე მეტი, 27 შემომწირველი ჰყავს.

რაც შეეხება შემოწირული თანხის რაოდენობას, 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ ალტ-ინფომ" 24.684 ლარი მიიღო. შემოწირული თანხის რაოდენობით „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო" მეოთხე ადგილზეა.

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი წარსულშიც წერდა „კონსერვატიული მოძრაობის ალტ-ინფოს" მსხვილ შემომწირველებზე. ყველაზე მსხვილი შემომწირველი ამჟამად კახაბერ ელიზბარაშვილია. მის მიერ პარტიისთვის ჯამურად შეწირული თანხა 41.745 ლარია.  პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან ელიზბარაშვილი ერთადერთია, რომელიც უძრავ ქონებას ფლობს. ის შპს „დაბოს" 50%-იანი წილის მფლობელიცაა. მეორე ადგილზე ზურაბ კობახიძეა. მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 41.143 ლარია. მესამე ადგილს კი გოგა თუხარელი იკავებს“, - წერს DRI.