„ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება პრაქტიკულად თავდაცვის სამინისტროს გაუქმებას ნიშნავს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წერს.
მისი თქმით ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება პრაქტიკულად თავდაცვის სამინისტროს გაუქმებას ნიშნავს. სამოქალაქო აეროპორტის განთავსება ამ ბაზის ტერიტორიაზე დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს!“, - წერს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.