ელექტრონული ნარჩენების მართვა თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. რამდენიმე ძველი მოწყობილობა თითქმის ყველა სახლსა თუ ოფისში იძებნება. მათ ხშირად აღარ ვიყენებთ, თუმცა გადაგდებაც არ არის სწორი გამოსავალი. ელექტრონული ნარჩენები შეიცავს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებებს, რომლებიც არასწორი განთავსების შემთხვევაში ნიადაგსა და წყალს აბინძურებს.
ამ პრობლემის საპასუხოდ, „ალტა“ და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless ერთობლივ ეკო-ინიციატივას ახორციელებენ. პროექტის მიზანია ელექტრონული ნარჩენების სწორად შეგროვების ხელშეწყობა, გარემოზე ზრუნვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლებისთვის ძველი ტექნიკის პასუხისმგებლიანად ჩაბარების შესაძლებლობის შექმნა.
სად და რა ტექნიკის ჩაბარება შეგიძლია?
„ალტას“ ყველა ფილიალში უკვე განთავსებულია Wasteless-ის სპეციალური ყუთები. შეგიძლია მიიტანო ძველი ლეპტოპი, პლანშეტი, კომპიუტერის ქეისი და მონიტორი და ჩააბარო ისინი გადამუშავებისთვის.
ძველი ტექნიკის სანაცვლოდ მიიღე 200-ლარიანი ფასდაკლება!
ინიციატივაში მონაწილეობით არა მხოლოდ გარემოზე იზრუნებ, არამედ ახალი ტექნიკის შეძენასაც უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძლებ. თითოეული ჩაბარებული მოწყობილობის სანაცვლოდ მიიღებ 200-ლარიან ფასდაკლებას Lenovo-ს ლეპტოპების სრულ ასორტიმენტზე.
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!
„ალტა“ გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს და მომხმარებლებს მოუწოდებს, ძველი ტექნიკა სწორად ჩააბარონ.
გადახედე სახლსა თუ ოფისში შენახულ მოწყობილობებს, შეარჩიე ჩასაბარებელი ტექნიკა, ეწვიე „ალტას“ ნებისმიერ ფილიალს, ჩააბარე ის Wasteless-ის სპეციალურ ყუთში, იზრუნე გარემოზე და მიიღე 200-ლარიანი ფასდაკლება Lenovo-ს ახალ ლეპტოპზე!