რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი თავის სტატიაში ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი იმ შემთხვევაში დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ საქართველოს ბლოკის სხვა ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

„ერთი სცენარი, რომელიც ახლახან მოვისმინე ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან, რომლისთვისაც ეს ნაცნობი საკითხია, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამავდროულად ევროკავშირის სხვა წევრები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადასტურებაზე შეთანხმდებიან. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ბუდაპეშტთან ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა დაამყარა," – წერს იოზვიაკი.