მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს.

„9 ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა.