აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ დააბრუნებდა რუსეთს „დიდი შვიდეულის“( G7) რიგებში.
რუსეთი G7-ის შეხვედრებზე აღარ მიიწვიეს 2014 წლიდან - მას მერე, რაც უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა.
ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა: „ვფიქრობ დიდი შეცდომა იყო მისი გაგდება,“ - იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისასაც გამოთქვა სურვილი, დაუბრუნდეს რუსეთი ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების გაერთიანებას, მაგრამ მას ამაში მხარი არ დაუჭირეს ევროპელმა მოკავშირეებმა.
„დიდი შვიდეული“ 1975 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს სამრეწველო - ლიბერალ-დემოკრატიულ ფასეულობის მქონე წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების ფორუმი. მისი ამოცანაა მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვა. ახლა ჯგუფში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა, ხოლო ევროკომისიას მეთვალყურის სტატუსი აქვს.
1998 წელს რუსეთის მიღებით ჯგუფი „დიდი რვიანი“ (G8) გახდა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ის კვლავ ძველ ფორმატს დაუბრუნდა.