დღეს ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, 20 იანვარს მისი ინაუგურაციაც შედგება. ადამიანი, რომელიც თითქოს ჩვენს ამ ღირებულებით ნაწილში როგორ მიყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ჰო? - ამის შესახებ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ყაველაშვილი ცდილობს მსგავსება წარმოაჩინოს "ოცნების" მესიჯებსა და ტრამპის გზავნილებს შორის.
"ამ ჩვენი ამ რადიკალური ფრთის იგნორირება ამ საკითხთან მიმართებაში და ქილიკი, რომ ვის აინტერესებს თითქოს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, ხომ ვისმენთ კაცო. ამერიკის პრეზიდენტია დღეს, რომელიც ამ ტექსტებით საუბრობს, რომლებზეც ჩვენ კანონი მივიღეთ და ამას ვიცავთ, დღეს ის როგორ აპირებს, ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს, კანონმდებლობის კუთხით და ა.შ. სხვადასხვა მიმართულებით არის ძალისხმევა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ეს პროცესები შეჩერდეს, რომ ეს ოჯახური ღირებულებები, მოზარდები, ადამიანები დავუბრუნდეთ ჰო? ღმერთის არსებობა, მისი, ასე ვთქვათ, როლი ჩვენს სოციუმში, კაცობრიობის, ასე ვთქვათ, განვითარებაში, ეს ყველაფერი თითქოს გვერდზე გადატანილია და როგორ უბრუნდება ამერიკის პრეზიდენტი და როგორ უნდა, ეს ცვლილებები განხორციელდეს და ეს თანხვედრაშია ჩვენს მიმართულებასთან, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ და გვთხოვენ ევროპარლამენტის რიგი წარმომადგენლები, არც თუ ისე მცირე ჰო?" - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა TV იმედთან ინტერვიუში.