ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემა გაუმართავია.

"დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემამ ჯერჯერობით საკუთარი უკეთესი მხარე ვერ გამოავლინა, საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადად მეტყველებს ამ დასკვნის სასარგებლოდ." - თქვა თოყაევმა ყაზახურ მედიასთან საუბარში.

ამას გარდა, თოყაევმა აღნიშნა, რომ "საპარლამენტო სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება". მისი აზრით, ყაზახეთისთვის ამჟამად და ახლო მომავალში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა ყველაზე მეტად ოპტიმალურია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მმართველობის სისტემის არჩევა არის დიდი პასუხისმგებლობის გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა იყოს მიღებულ "კულუარებში", არამედ რეფერენდუმის მეშვეობით.

tabula.ge