„შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე ბოლოს პირობა, რომ ის ოჯახი წასულია, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას„ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.
„ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა.“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.