საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე წერს.
„ბიურგენშტოკში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, რათა დემოკრატიისკენ და ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. საქართველოს გვერდით ვდგავართ, მაშინ, როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან“, - წერს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.