საქართველოს ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს ევროპული საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იმართება“, - წერს რასა იუკნევიჩიანე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია როგორც რუსთაველის გამზირი, ისე თავისუფლების მოედანი.