10-11 აპრილს, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

 


მათივე ცნობით, ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.

 


„გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.