საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.