რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამ-არხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები.

რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

სრულად: „რადიო თავისუფლება“