„2014 წლისგან განსხვავებით დღეს სხვა მოცემულობაა,  რუსეთს დასავლეთის საზოგადოებამ ზურგი აქცია და დაასანქცირა და დღეს ის ბოინგები, რომლებიც რუსებს მოპარული ჰყავთ კომპანიებისგან და რუსეთში ჩაიტოვეს არანაირ შემოწმებას არ გადიან“  - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავიაციის  ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა ისაუბრა, მისი თქმით ასეთ შემთხვევაში პროდასავლურმა სახელმწიფომ რომ მას მიაწოდოს ნაწილები და ხალხიც გამოაყვანინო გამოდის რომ რუსეთს სანქციებზე თავს არიდებინებ.

„ქართულმა კომპანიამ, იგივე „ჯორჯიან  ეარვეისმა“ რომ მოინდომოს და შეიძინოს ის თვითმფრინავები რაც აზიმუტს ჰყავს, ან ლიზინგით აიყვანოს და რეგისტრაციაში  შეიყვანოს ამის უფლებას საქართველოს საავიაციო სააგენტო არ მისცემს, იმიტომ რომ ჩვენი სააგენტო ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტებით, არის ასოციაციის  წევრი და აქვს გაფრთხილება, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, რომ რუსული ვერტმფრენი ჩააყენოს, რადგან რუსეთში ნაწარმოები ტექნიკა ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით, ამიტომ როგორ უნდა იმგზავროს  მგზავრმა ამ თვითმფრინავით , ჩვენ მათ უსაფრთხოებაზე ხომ უნდა ვიფიქროთ, აქ ბევრ  რამეზეა თვალი დახუჭული.“- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.

ზაუტაშვილის თქმით ამ გადაწყვეტილებას აუცილებლადდ  მოჰყვება საერთაშორისო  რეაგირება,  შესაძლოა სააგენტოც  შეიყვანონ შავ სიაში.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ფანჯარა გავუხსენით აგრესორ სახელმწიფოს და  იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც  ვნებს  ჩვენ  ქვეყანას.

რუსების მხრიდან ეს ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი, მაგრამ მე არ მგონია რომ  ხანგრძლივად გაგრძელდეს, იქიდან გამომდინარე, რომ  საერთაშორისო  საზოგადოებას,  დასავლეთს და  ჩვენ სტრატეგიულ  პარტნიორებს აქვთ მყისიერი  რეაგირება  ამასთან მიმართებაში, ჯერჯერობით ეს მხოლოდ გაფრთხილებაა.“- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა