რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის მხარეს მებრძოლი 160 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს  160 უცხოელის წინააღმდეგ, 33 ქვეყნიდან,“ - ნათქვამია უწყების ანგარიშში.