რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არამხოლოდ იურიდიულად მიიჩნევს.

ის იმედოვნებს, რომ სომხეთში არიან ისეთები, ვისაც ესმით რუსეთის მნიშვნელობა სომხეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

სერგეი ლავროვმა აშშ-ისა და ევროკავშირის ქმედებებს, სომხეთის რუსეთისგან განცალკევების მიზნით, ამპარტავნული და უსირცხვილო უწოდა.

„სომხეთის ეკონომიკის 35% რეალიზდება „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ მონაწილეობით. გასულ წელს სომხეთის სავაჭრო ბრუნვა $20 მილიარდზე მეტი იყო. აქედან 37% „ევრაზიის ეკონომიკური კავშირია“, 13%  ევროკავშირი და 3% შეერთებული შტატები.

სომხეთს, როგორც პატარა ქვეყანას, გაცილებით ნაკლები წვლილი შეაქვს „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“, ვიდრე სხვებს, ფინანსური შენატანების ჩათვლით, მაგრამ აქვს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ყველასთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, როდესაც მიიღება გადაწყვეტილებები, როდესაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები კენჭსყრაში მონაწილეობენ,“ – განაცხადა მან.