ავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის, caucasusbarometer-ის კვლევაში, გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, 69%, მტრად რუსეთს მიიჩნევს(2024 წელს). 2021 წელს კი ჩვენს ჩრდილო მეზობელს მტრად გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნდა.
2013 წლიდან 2025 წლამდე გამოკითხულთა ოდენობა, რომლებიც მტრად რუსეთს მიიჩნევს, 44%-დან 69%-მდეა გაზრდილი.
2024 წელს აშშ საქართველოს მტრად გამოკითხულთა 4%-ს მიაჩნდა, მაშინ როცა 2021 ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 2%.
2024 წელს თურქეთს საქართველოს მტრად მიიჩნევდა გამოკითხულთა 2%, 2021 წელს კი ასე ფიქრობდა გამიკითხულთა 4%.
გამოკითხვაში შეკითხვა ასეა ფორმულირებული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მთავარი მტერი?
პასუხები კი წლების მიხედვით იხილეთ დიაგრამაზე: