ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

„უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ესენია:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი

მსოფლიო საპასპორტო ინდექსის ბოლო რეიტინგის თანახმად, საქართველო 50-ე ადგილზეა,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.