საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ ქართულ საჯარო სივრცეში სწრაფად დამკვიდრდა ტერმინი Deep State-ი.

ისევე როგორც 90-იანებში, უშუქობის დროს საზოგადოება იძულებული იყო გარკვეულიყო რაა ფიდერი, ელექტროენერგიის ბლოკი, განსაკუთრებით ხშირად გვესმოდა მე-9 ბლოკი, რომლის რემონტში გერმანია დაგვეხმარა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო მასზე დიდი აფეთქება მოხდა, ახლაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის ტერმინი Deep State-ი.

ამ ტერმინს ახლა პოლიტიკოსებიც ხშირად იყენებენ და საზოგადოებაც ამ ტერმინს ლამის ყოველ დღე ისმენს.

26 ოქტომბრის არჩევნებამდე მმართველი გუნდისგან უფრო ხშირად ესმოდა „გლობალური ომის პარტია“. კონსპირაციული თეორიებისადმი მიდრეკილი აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა ადამიანების ნაწილი. საკმაოდ ბევრს სჯერა, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ებრძვის ხალხების იდენტობას, რელიგიას, „ქართულ ოცნებას“ და მშვიდობის მსურველ მის ამომრჩეველს, იდენტობას, და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

ახლა გვესმის, რომ „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც „უკრაინის ინტერესების დარღვევის ხარჯზე“ უნდა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება. ამ თემას ჩვენ მოგვიანებით შევეხებით, მაგრამ, მანამდე Deep State-ზე გვინდა გესაუბროთ. არა მარტო გესაუბროთ, ჩვენს მკითხველი უკეთ გაარკვიოთ იმაში, თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი.

ამ თემაზე რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ახსნა-განმარტება მოვისმინეთ. მაგრამ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე ხშირად და ისეთი ფართო გაგებით გამოიყენებენ ამ ტერმინს, ბევრი თვალსაზრისით მართებული იქნება თუ ამ ტერმინის რაობას დავაზუსტებთ. იმასაც, „ქართული ოცნება“ რას გულისხმობს ამ ტერმინში.

რას ნიშნავს Deep State-ი?

ვინ ითვლება Deep State -ის წევრად? რა მონაწილეობას იღებს Deep State-ი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში?

- პოლიტიკის მეცნიერება, ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების უმრავლესობის მიერ გაზიარებულ განმარტებას Deep State-ის თაობაზე არ იცნობს. ეს ბუნებრივია, რადგან თავად ფენომენია რამდენადმე ახალი და ჯერ მის შესახებ შეჯერებული, მკვლევართა უმრავლესობის მიერ გაზიარებული განმარტება არ ჩამოყალიბებულა.

ტერმინი კიდევ უფრო ახალია, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენა და ფენომენი. ის რასაც „სიღრმისეულ სახელმწიფოდ“ მოიაზრებენ არსებობდა მაშინაც, როდესაც არ იყო მიმოქცევაში მისი აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინი.

დემოკრატიული ქვეყნებისთვის, კაპიტალის ზეობის, თავისუფალი ეკონომიკის და პლურალიზმის პირობებში ასეთი ფენომენი, ოღონდ არა ასე სახელდებული, ყოველთვის არსებობდა.

ეს არის მრავალი პლასტის შემცველი ცნება, მრავალი შრით და საკმაოდ მრავალრიცხოვანი. მისი მოცულობა, გავლენა და რაობა ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკაზე იყო და არის დამოკიდებული. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, Deep State-ი - ეს არის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების ვინაობას, რაობას და ამა თუ იმ საზოგადოების განვითარების მიმართულებას.

მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, Deep State-ი - ეს არის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების ვინაობას, რაობას და ამა თუ იმ საზოგადოების განვითარების მიმართულებას

ასეთი ძალა ტოტალიტარული და დიქტატორული რეჟიმების პირობებშიც არსებობდა და არსებობს, თუმცა მათ, ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე, გარკვეული სპეციფიკა ახასიათებთ.

ასეთი ძალა თვით სტალინის მმართველობის პერიოდშიც კი იყო საბჭოთა კავშირში. როცა იგი მომძლავრდა და საფრთხე შეუქმნა სტალინის მმართველობას, სტალინმა დაიწყო თავისი ძალაუფლების საყრდენის, დღევანდელი გაგებით „სიღრმისეული სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება და იმ დრო-ჟამისთვის დამახასიათებელი დაუნდობლობით გაანადგურა ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ძველი პროფესიონალი ბოლშევიკი, მეცნიერი, ხელოვანი და სხვა.

რეპრესიები განსაკუთრებით გაძლიერდა გერმანიაში ნაციონალ-სოციალიზმის გამარჯვების, ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის და ფაშიზმის აგრესიული იდეოლოგიის ჩამოყალიბების პარალელურად.

მიიჩნევენ, რომ იმ სისხლიან და დაუნდობელ მსოფლიო ომში გამარჯვებულებს შორის საბჭოთა კავშირის ყოფნა ამ რეპრესიების შედეგიც იყო. რა თქმა უნდა, ვერანაირი შედეგი ვერ გაამართლებს უამრავი რეპრესირებული ადამიანის ტრაგედიას და რა თქმა უნდა, მიზანი ვერასდროს გაამართლებს საშუალებას.

ასეთი ძალა თვით სტალინის მმართველობის პერიოდშიც კი იყო საბჭოთა კავშირში. როცა იგი მომძლავრდა და საფრთხე შეუქმნა სტალინის მმართველობას, სტალინმა დაიწყო თავისი ძალაუფლების საყრდენის, დღევანდელი გაგებით „სიღრმისეული სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება და იმ დრო-ჟამისთვის დამახასიათებელი დაუნდობლობით გაანადგურა ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული ძველი პროფესიონალი ბოლშევიკი, მეცნიერი, ხელოვანი და სხვა

ზედმეტ თეორეტიზებას რომ არ მივყვეთ, შევნიშნავ ჩვენი უახლოესი წარსულიდან. - ქვეყნის დღევანდელი ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი „ქართული დიფ სთეითის“ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო, შევარდნაძის მმართველობის ბოლო და სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში. არამარტო თავისი მასშტაბური რესურსის, არამედ იმ საქმეების გამოც, რომელსაც იგი აფინანსებდა, პატრულის რეფორმა, შეიარაღებული ძალების ფორმებით და ინვენტარით აღჭურვა და სხვა.

როცა „ქართული დიფ სთეითი“ დაუპირისპირდა სააკაშვილს, მასთან იდეური დაპირისპირებისა და უსამართლობის ცალკეული სერიოზული გამოვლინებების გამო, ივანიშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაში გადავიდა, მას სათავეში ჩაუდგა და საბოლოო ჯამში, მოვიდა ხელისუფლებაში.

როცა „ქართული დიფ სთეითი“ დაუპირისპირდა სააკაშვილს, მასთან იდეური დაპირისპირებისა და უსამართლობის ცალკეული სერიოზული გამოვლინებების გამო, ივანიშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაში გადავიდა, მას სათავეში ჩაუდგა და საბოლოო ჯამში, მოვიდა ხელისუფლებაში

„ქართული დიფ სთეითის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი, იმავე პერიოდში გახლდათ ასევე მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებრივი პროცესების მიმართულების განსაზღვრაში, პიროვნულადაც, მასშტაბური ქველმოქმედებითაც და ტელეკომპანია „იმედის“ დაარსებითაც.

ხედვების და მსოფლგაგების დაშორების გამო, მას ხელისუფლებასთან დაპირისპირება მოუვიდა, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა მისი ქვეყნიდან წასვლა და სავალალო აღსასრული. ეს არაჩვეულებრივი და კეთილშობილი პიროვნება საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი იყო.

მქონდა პატივი მასთან ქართული სახელმწიფოს მომავალსა და პოლიტიკაზე მესაუბრა მის რეზიდენციაში ორი საათის განმავლობაში, მისი თანაშემწეების თანდასწრებით, სადაც ჩემს კითხვაზე, აქვს თუ არა მას კონკრეტული ინტერესი პოლიტიკაში, ბატონმა ბადრიმ ბრძანა, რომ არა, მაგრამ უნდა რომ იმ რამდენიმე ადამიანს შორის იყოს, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ, ჭეშმარიტი პატრიოტები არიან და შეარჩევენ იმ შესაფერის პიროვნებებს და ძალას, რომელიც ღირსია ხელისუფლებაში მოსვლის.

დღეის გადასახედიდან, ბადრი პატარკაციშვილის ეს ხედვა იყო საკმაოდ ახალი საქართველოსთვის, რაც თავისთავად იმდროინდელი რეალობის თვალსაზრისით „ქართული დიფ სთეითის“ გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

აგრეთვე ჩემს კითხვაზე, თუ რატომ აფინანსებდა ის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს ერთდროულად, მისი პოზიცია ასეთი იყო: ქართული პოლიტიკური პარტიები ფინანსურად უკიდურესად ღარიბები და ხელმოკლენი არიან და რომ მას, შეუძლია ამ პარტიებს მისცეს განვითარების საშუალება ისე, რომ მათგან რეალური ამონაგები არ მიიღოს.

არის ამ მიდგომაში რაციო, თუმცა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ერთი და იგივე პიროვნება მკვეთრად დაპირისპირებულ ძალებს აფინანსებდეს.

ეს მაგალითები Deep State-ის წინარე პერიოდის დასახასიათებლად მოვიხმე და ვიდრე სხვა მაგალითებს მოვიტანდე იმის საილუსტრაციოდ, თუ რას წარმოადგენს Deep State-ი, ან მოსაზრებას გამოვთქვამდე მისი მახასიათებლების შესახებ, ერთ უახლეს მაგალითსაც მოვიყვან.

ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი, ებრძვის Deep State-ს და ეს თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ლამის მთავარ მიზნად აქვს დასახული. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მისი მხარდამჭერები, მათ შორის, მისი უახლოესი თანამებრძოლი ილონ მასკი, აგრეთვე მარკ ცუკერბერგი, ჯეფ ბეზოსი და სხვები, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე ამერიკული Deep State-ის გავლენიანი ნაწილი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტრამპმა გადმოიბირა, გნებავთ გადმოვიდნენ ტრამპის მხარეს, რამაც Deep State-ი სერიოზულად დაასუსტა, ხოლო ტრამპი გააძლიერა და ტრამპმა მხოლოდ ამ ფაქტით Deep State-ს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

Deep State-ზე ტრამპის გამარჯვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ისიც, შექმნის თუ არა ტრამპი თავისი ახალი გეოპოლიტიკის მხარდასაჭერად მძლავრ დასაყრდენს, რომელსაც Deep State არ ერქმევა, მაგრამ არსებითად იმავე ფუნქციას შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ახალი „მსოფლიო წესრიგი“ ვერ ჩამოყალიბდება და მსოფლიო ძალიან დიდი ხნით დაპირისპირებებსა და ქაოსში ჩაიძირება.

Deep State-ზე ტრამპის გამარჯვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ისიც, შექმნის თუ არა ტრამპი თავისი ახალი გეოპოლიტიკის მხარდასაჭერად მძლავრ დასაყრდენს, რომელსაც Deep State არ ერქმევა, მაგრამ არსებითად იმავე ფუნქციას შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ახალი „მსოფლიო წესრიგი“ ვერ ჩამოყალიბდება და მსოფლიო ძალიან დიდი ხნით დაპირისპირებებსა და ქაოსში ჩაიძირება

არც ამერიკაში იქნება ის სტაბილური ატმოსფერო, რასაც სერიოზული ხარვეზების მიუხედავად, მიეჩვია ამერიკელი ხალხი.

„გლობალური ომის პარტიაზე“ ბევრი საუბრობს, ბევრი გონიერი და საქმეში ჩახედული ადამიანი. მათდამი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ პირობითი და უნიადაგო ტერმინია, იმის აღსანიშნავად, რაც „გლობალური ომის პარტიაში“ მოიაზრება.

თუ ვიქნებით გულწრფელები და გულახდილები, ტერმინის ავტორები „გლობალური ომის პარტიად“ დასავლეთს მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, მსოფლიო პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება ძალის გამოყენებას ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, აშშ-სა და ევროკავშირისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. ზოგჯერ ეს შეიარაღებული ძალები და სამხედრო მოქმედებებია, ანუ ომი.

სამწუხაროდ, დღემდე, კაცობრიობის ისტორია კანიბალიზმის ისტორიაა. ადამიანები მეზობელი ტომის წარმომადგენლებს აღარ ატყვევებენ, კლავენ და მიირთმევენ, მაგრამ თანამედროვე იარაღის გამოყენებით ანგრევენ, აჩანაგებენ, იმორჩილებენ და მათ რესურსებს ეუფლებიან, რაც არსებითად და ფაქტობრივად, საგულდაგულოდ შეფუთული კანიბალიზმია.

თუ ვიქნებით გულწრფელები და გულახდილები, ტერმინის ავტორები „გლობალური ომის პარტიად“ დასავლეთს მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, მსოფლიო პოლიტიკა, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება ძალის გამოყენებას ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, აშშ-სა და ევროკავშირისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. ზოგჯერ ეს შეიარაღებული ძალები და სამხედრო მოქმედებებია, ანუ ომი

Deep State -ზე გამარჯვება ტრამპის მანიაკური ახირება კი არ არის, არამედ იმ სერიოზული, ღრმა, ფუნდამენტური კრიზისის და ჩიხის დაძლევის მცდელობაა, რაშიც ლიბერალური დემოკრატიის წყალობით აღმოჩნდა თანამედროვე ცივილიზაციის ბაირახტარი - ამერიკის შეერთებული შტატები

მე არ ვარ ტრამპის მომხრე, არც არასდროს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, არც ბაიდენის ადმინისტრაციის გულშემატკივარი გახლდით, მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ Deep State -ზე გამარჯვება ტრამპის მანიაკური ახირება კი არ არის, არამედ იმ სერიოზული, ღრმა, ფუნდამენტური კრიზისის და ჩიხის დაძლევის მცდელობაა, რაშიც ლიბერალური დემოკრატიის წყალობით აღმოჩნდა თანამედროვე ცივილიზაციის ბაირახტარი - ამერიკის შეერთებული შტატები.

ეს მოხდა „ცივ ომში“ დასავლეთის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, როცა თითქოსდა აშშ-ს ჰეგემონობით ჩამოყალიბებულ „ახალ მსოფლიო წესრიგს“ აღარაფერი ემუქრებოდა.

გადაწყვეტილებათა მიღებისა და ამერიკული სტაბილურობის გარანტს - Deep State-ს ცუდი დღეები უდგას. ძნელია, მისი წევრობის როგორც ზუსტი დეფინირება, ისე მოაზრება

ცნობილმა ფუკუიამამაც ვერ გაუძლო ცდუნებას და დამდგარი რეალობა ისტორიის დასასრულად შეაფასა და სევდიანად მიანიშნა მომავალში გლობალური დაპირისპირების შეუძლებლობაზე. თუმცა, ბუნებრივია, მალევე აღიარეს დასავლეთში მისი შეცდომა ჰანტინგტონის მიერ „ცივილიზაციათა ჯახის“ დაფიქსირებით...

გადაწყვეტილებათა მიღებისა და ამერიკული სტაბილურობის გარანტს - Deep State-ს ცუდი დღეები უდგას. ძნელია, მისი წევრობის როგორც ზუსტი დეფინირება, ისე მოაზრება.

რატომ უნდა ტრამპს Deep State-ის დამარცხება? - ამის გარეშე არსებული ჩიხი არ დაიძლევა. რეალურად, ტრამპის პოლიტიკა ამერიკული ჰეგემონობის გადარჩენის მცდელობაა

Deep State-ის წევრი იყო ხელისუფლებისადმი ლოიალური ამერიკელი ბიუროკრატი, ობივატელი და მიღწეული სოციალური სტაბილურობის შიშით ლიბერალური დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერი. და Deep State-ის წევრია ბილ გეითსიც, რომელსაც ამერიკის სახელმწიფოს ძლიერების უფრო ეფექტური გამოყენება სურს ეპიდემიებთან და პანდემიებთან საბრძოლველად აფრიკაში და მთელ მსოფლიოში და უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნა პლანეტარული მასშტაბით დემოგრაფიული პროცესების დასარეგულირებლად.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მაგალითად აშშ-ში Deep State-ის წევრები დაახლოებით 180-220 ათას ადამიანია. ზოგი თვლის, რომ მათი რიცხვი 250-300 ათასამდეც კია.

თუ მასში შედიან ფინანსური, პოლიტიკური - სამხედრო და ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები, მსხვილი წარმოებების, ტრანსნაციონალური კორპორაციის მფლობელები და მათთან დაკავშირებული ბიზნეს წრეები, ანუ სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ეფექტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება მათზეა დამოკიდებული, გაუგებარია აშშ-ს პრეზიდენტმა, მათ წინააღმდეგ რატომ უნდა ებრძოლოს და ისინი როგორც ჩვენთან ამბობენ, „ტრამპმა უნდა დაამარცხოს“.

თქვენი ვარაუდით, აშშ-ში Deep State-ში რაოდენობრივად რამდენი ადამიანი შეიძლება შედიოდეს?

- ვფიქრობ, ამერიკის Deep State -ის რიცხოვნობა 250-300 ათას კაცზე გაცილებით მეტია. შეერთებულ შტატებში ყველა ის პიროვნება და სოციალური ჯგუფი მონაწილეობს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ. და კიდევ, ეს უზარმაზარი ქვეყანა, მოსახლეობის რაოდენობით, ჯერ კიდევ უძლიერესი, პირველი ეკონომიკით მსოფლიოში, არის განვითარების და პროგრესის ავანგარდში.

შესაბამისად, მიუხედავად ბოლო ათწლეულებში დაფიქსირებული დეკადანსის ცალკეული მომენტებისა, რომლებიც, ჩემი აზრით, დეინდუსტრიალიზაციის პირდაპირ შედეგს წარმოადგენდა და არა მარტო, მნიშვნელოვანწილად ეშელონირებული გავლენების, სოციუმების და ეთნოკულტურების შლეიფს ეფუძნება, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია Deep State-ი. ყველა შრეს თავისი გავლენის მატარებელი სუბიექტი და ხშირად არაერთი, ჰყავს.

რატომ უნდა ტრამპს Deep State-ის დამარცხება? - ამის გარეშე არსებული ჩიხი არ დაიძლევა. რეალურად, ტრამპის პოლიტიკა ამერიკული ჰეგემონობის გადარჩენის მცდელობაა.

ბოლო 40 წელიწადში ჩინეთმა 750 მილიონიანი სიღარიბე და შიმშილი აღმოიფხვრა თავის ქვეყანაში. შენდება არქიტექტორული შედევრები. რეინდუსტრიალიზაციის თაობაზე მოკრძალებული მეცნიერული თვალსაზრისების ამ ეტაპზე პოპულარიზებას შედეგი არ მოაქვს, დოლარის „საჭრელი მანქანა“ იმდენად ქმედუნარიანი და ეფექტური აღარ არის, დიდმა ქვეყნებმა ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორებაზე საუბარი დაიწყეს. მოკლედ, „ახალი მსოფლიო წესრიგი“ მოირყა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფაქტობრივად, დაინგრა

დიქტატორების და ტირანიების, ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ კონფლიქტების და შეიარაღებული დაპირისპირებების პროვოცირების, სამხედრო ძალის გამოყენებით ბრძოლამ სასურველი შედეგები არ მოიტანა.

ავღანეთი, იქ 2 ტრილიონის დახარჯვის შემდეგ, „თალიბებს“ დაუთმეს, ერაყში სახელმწიფო ვერ შეიკრა და დემოკრატიის საფუძველზე იქ უეჭველი პრო ირანული შიიტები გაიმარჯვებენ. ლიბიის განადგურებით ევროპას აფრიკიდან მიგრაციის ზღუდე მოერღვა, ახლო აღმოსავლეთი ისევ ცხელი წერტილების ერთობლიობაა, იემენი არ მშვიდდება...

ჩინეთმა ეკონომიკური სასწაული მოახდინა, ერთპარტიულობისა და ავტორიტარულობის ფონზე აგებული სახელმწიფო, დენ სიაოპინის პრინციპის - ერთი ქვეყანა - ორი სისტემა, საფუძველზე - მეორე ეკონომიკაა უკვე მსოფლიოში და მაღალ ტექნოლოგიებში შტატების დომინირებას უქმნის საფრთხეს.

ბოლო 40 წელიწადში ჩინეთმა 750 მილიონიანი სიღარიბე და შიმშილი აღმოიფხვრა თავის ქვეყანაში. შენდება არქიტექტორული შედევრები. რეინდუსტრიალიზაციის თაობაზე მოკრძალებული მეცნიერული თვალსაზრისების ამ ეტაპზე პოპულარიზებას შედეგი არ მოაქვს, დოლარის „საჭრელი მანქანა“ იმდენად ქმედუნარიანი და ეფექტური აღარ არის, დიდმა ქვეყნებმა ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორებაზე საუბარი დაიწყეს. მოკლედ, „ახალი მსოფლიო წესრიგი“ მოირყა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფაქტობრივად, დაინგრა.

ტრამპი, გარკვეული თვალსაზრისით, „მაშველი რგოლია“ ამერიკისთვის. წარმატებისა და კეთილდღეობის ეს სავანე მარადიული არ არის. მართალია, ის სულ რაღაც 2 საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ დღევანდელობაში დრო აჩქარდა, ყველა წარმატებული ცივილიზაციის გამოცდილებაა გასათვალისწინებელი. ეს ყველას, მათ შორის, ჩვენს ინტერესებშიცაა

ტრამპი, გარკვეული თვალსაზრისით, „მაშველი რგოლია“ ამერიკისთვის. წარმატებისა და კეთილდღეობის ეს სავანე მარადიული არ არის. მართალია, ის სულ რაღაც 2 საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ დღევანდელობაში დრო აჩქარდა, ყველა წარმატებული ცივილიზაციის გამოცდილებაა გასათვალისწინებელი. ეს ყველას, მათ შორის, ჩვენს ინტერესებშიცაა.

რომის ძლევამოსილი იმპერიის დაცემის შემდეგ, 10 საუკუნის განმავლობაში ქვეყნიერება წყვდიადმა მოიცვა, რომელიც ქრისტეს ნათელით იყო გასხივოსნებული და მიუხედავად ამისა, საუკუნეები დასჭირდა რენესანსის ეპოქის დადგომას, ტირანიების დამხობას და ახალი - ჰუმანიზმის და კეთილდღეობის დასავლური სამყაროს შექმნას. ამ ხანგრძლივ ისტორიულ პროცესსაც ხალხთა დიდი გადასახლება უძღოდა საწყის ეტაპზე და დღესაც მიგრაციის პრობლემა უმწვავესია დასავლეთისთვის.

ჩვენ არ უნდა შევცვალოთ მიზანი, ჩვენ უნდა შევცვალოთ მიზნისკენ მიმავალი გზები და ამ მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური ტრანსფორმაცია ბევრ შეკითხვას აჩენს, ბევრ კითხვაზე გასაგები პასუხის პარალელურად...

ისტორიულ რემინესცენციებს თავი რომ დავანებოთ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ტრამპი ამ არასახარბიელო პერსპექტივისგან დასავლეთის გადარჩენას ცდილობს. ფაქტობრივად განწირულია, რადგან წინააღმდეგობა ძლიერია, მისი გადალახვა - ძნელი.

გუნდი შესაბამისი შეარჩია - თავდაჯერებული და მასთან შედარებით ახალგაზრდული. სავარაუდოდ, ის ბარათაშვილს არ იცნობს, მაგრამ „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“...

- „ქართული ოცნების“ ლიდერები Deep State-ის წევრებად მოიხსენიებენ ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს. საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი ამერიკელ და ევროპელ Deep State-ის წარმომადგენლებს ექვემდებარებიან.

არადა, აშშ-ში ტრამპის არჩევამ მნიშვნელოვნად დააჩქარა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. წლევანდელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია რომ გამორჩეული იყო, ვნახეთ.

გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ 1963 წლის შემდეგ ამ კონფერენციაზე პირველად დაფიქსირდა ის, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და ევროპის პოლიტიკურ ლიდერებს ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

იმდენად განსხვავებული, რომ მნიშვნელოვნად დაზიანებულია ნატო, როგორც ატლანტიკური ალიანსი, ევროპული უსაფრთხოების სისტემა, ევროკავშირი, რომელსაც ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

არაა გამორიცხული ამ თემებზე ვნებათაღელვა მალე ჩაცხრეს, ან პირიქით სხვა არაპროგნოზირებადი პროცესები გამოიწვიოს. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებზე ევროპული პოლიტიკური კლასი, ევროპარლამენტარები, ევროკავშირის კომისია, ევროპის საბჭოს ერთიან ღირებულებებს ინარჩუნებენ.

რამდენად ძლიერია ევროპული Deep State-ი?

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ღირებულებით თანხვედრაში მყოფი ევროპის პოლიტიკური კლასი და ქართული ოპოზიცია ევროპულ Deep State-ს ექვემდებარება?

ამ ბრალდების საპასუხოდ ევროპული პოლიტიკური კლასი და ქართული ოპოზიცია ამბობს, რომ ორბანი და ფიცო კრემლს არიან დაქვემდებარებული. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ უნგრეთიცა და სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებია...

ფაქტია ისიც, რომ ევროპულ პოლიტიკურ ველზე, ისევე როგორც აშშ-ში ახლა ღირებულებით საფუძველზე დიდი გაურკვევლობაა.

- ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტატებს მიჰყვებოდა და მიჰყვება დღემდე. პოლიტიკური კლასი, იქაც და აქაც, ერთნაირად აზროვნებს. მისი შეცვლის პროცესიც, ვფიქრობ, შეუქცევადი იქნება.

მერცი გერმანიაში, მაინც შუალედური სიტუაცია მგონია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20% კი - ნიშანდობლივი და დამაფიქრებელი. მაკრონი წარმავალი ფიგურაა, მაგრამ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების პოზიცია განმსაზღვრელია.

რომელიმე მათგანის ევროკავშირიდან გასვლა დასასრულის მომასწავებელი იქნება.

ევროკავშირი „ბრექსიტის“ შემდეგ ბოლომდე წელში ვერ გაიმართა. მისი უღიმღამო ლიდერების ცვლაც ამის დამადასტურებელია. ამიტომ, ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ უნდა იყოს თანმიმდევრული, კარგად გააზრებული, კრიტიკული თვალით შესაფასებელი და რეალისტური. შეიძლება, ევროკავშირი ჩვენთვის არ აღმოჩნდეს ელდორადო, უფრო შესაძლოა, ღმერთმა დაგვიფაროს და მთა ნარაიამა...

ჩვენ არ უნდა შევცვალოთ მიზანი, ჩვენ უნდა შევცვალოთ მიზნისკენ მიმავალი გზები და ამ მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური ტრანსფორმაცია ბევრ შეკითხვას აჩენს, ბევრ კითხვაზე გასაგები პასუხის პარალელურად...

ტრამპმა ამერიკული Deep State უკვე დაამარცხა. კონკრეტული შედეგის მიუხედავად, შტატები და მსოფლიო პოლიტიკა ამიერიდან ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ხელისუფლებაში ტრამპის მეორედ მოსვლამდე იყო. ის არ არის პუტინის და რუსეთის მოკავშირე. ის ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული პიროვნებაა და მიზნის მისაღწევად გარიგებებია მისი უსაყვარლესი ხერხი

უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციაც გასაგებია. ამ ქვეყნებში თვითკმარი პოლიტიკური პროცესია და უნგრეთისა და სლოვაკეთის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლების, ან განვითარების გზის ვინაობა და რაობა და არა ევრო ბიუროკრატიამ.

თუ კაცობრიობა ჭკუას ვერ ისწავლის და მორიგ ჯერზე „ბაბილონის გოდოლის“ აშენებას შეეცდება, ზუსტად ისე დამთავრდება, როგორც იქ დამთავრდა და ამას ზედმეტი განსჯა არც სჭირდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - არ ვარ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის უპირობო მხარდამჭერი და მეტიც - ბევრი კითხვა მაქვს მათ ბევრ ნაბიჯთან დაკავშირებით, მაგრამ ჯეი დი ვენსის ნათქვამი, მიუნხენის ევროპულ ფორუმზე, დღემდე უპასუხოდ რჩება - თუ თქვენ გეშინიათ ხალხის არჩევანის, თუ თუნდაც სოც-ქსელებში დახარჯულმა ასი ათასობით დოლარმა რომელიმე ქვეყნის არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, რის მაქნისია ამგვარი დემოკრატია...

- „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ტრამპი აშშ-ში Deep State-ს ებრძვის. აშშ-საქართველოს ურთიერთობები სრულფასოვნად მაშინ გადაიტვირთება, როცა ტრამპი ამერიკულ Deep State-ს დაამარცხებს.

არადა, ბევრი თვლის, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ტრამპის გეგმამ ბევრისთვის ცხადად აჩვენა, რომ ტრამპი არა აშშ-სა და ევროპის პოლიტიკური კლასის, არამედ პუტინისა და რუსეთის მოკავშირეა. ამ თემას ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხებით, მანამდე მინდა სხვა რამ გკითხოთ. რამდენად რეალისტურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ვარაუდი, რომ ტრამპი აშშ-ში Deep State-ს დაამარცხებს?

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს ჯერ არ ავლენს, თუ ასე მოხდა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აშშ-საქართველოს ურთიერთობები?

- ტრამპი, როგორც თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე, შესაძლოა, ერთხანს კიდევ ვერ მოიცლის საქართველოსთვის.

გარკვეული სიმპტომი იყო „ვოლ სტრიტ ჯორნელის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის თაობაზე შტატების რეზოლუციის თანა პონსორობაზე. ამ ფაქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ სიმპტომატური ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს.

ტრამპმა ამერიკული Deep State უკვე დაამარცხა. კონკრეტული შედეგის მიუხედავად, შტატები და მსოფლიო პოლიტიკა ამიერიდან ისეთი ვერასოდეს იქნება, როგორიც ხელისუფლებაში ტრამპის მეორედ მოსვლამდე იყო. ის არ არის პუტინის და რუსეთის მოკავშირე. ის ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული პიროვნებაა და მიზნის მისაღწევად გარიგებებია მისი უსაყვარლესი ხერხი. ის სხვაგვარად ხედავს მსოფლიო პოლიტიკას და დარწმუნებული ვარ, თავის გუნდთან ერთად, გააზრებულად დგამს თითოეულ ნაბიჯს.

სამხრეთ კავკასიით ტრამპი დაინტერესდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ „დიდი ბიჭების“ გარიგებებში ფსონი აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენზე გაცილებით დიდ უკრაინასაც კი უჭირს. სწორედ ამიტომ არის ქართული საზოგადოების ერთიანობა აუცილებელი. არა ერთაზრიანობა, არამედ ერთიანობა

ერთი შეხედვით, მისი გადაწყვეტილებები თითქოს არამდგრადია, ხშირად იცვლის პოზიციას, სადღაც უპრინციპო ლიდერის ჰაბიტუსიც გამოსჭვივის, მაგრამ არსებითად, ის ამოდის ამერიკის ინტერესებიდან, მისი ჰეგემონობის რეინკარნირების თავგამოდებული მომხრეა და იმ ჩიხის დასაძლევად, რომელშიც ბოლო, სულ ცოტა, 25 წლის განმავლობაში აღმოჩნდა შტატები, ყველაფერს აკეთებს.

სამხრეთ კავკასიით ტრამპი დაინტერესდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ „დიდი ბიჭების“ გარიგებებში ფსონი აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენზე გაცილებით დიდ უკრაინასაც კი უჭირს. სწორედ ამიტომ არის ქართული საზოგადოების ერთიანობა აუცილებელი. არა ერთაზრიანობა, არამედ ერთიანობა.

უკრაინაზე კენჭისყრამ აჩვენა, რომ ამერიკის ავტორიტეტი და არა ტრამპის ადმინისტრაციის ავტორიტეტი, მსოფლიოში არც ისე მაღალია და ეს ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლით არ არის გამოწვეული. ეს ტენდენცია ბოლო ათწლეულებში ფიქსირდებოდა

- მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ს პრეზიდენტის არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ იმას, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს აშშ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად.

გაეროში უკრაინის საკითხზე კენჭისყრამ აჩვენა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხში ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი ტრამპის გეგმის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს არა მხოლოდ ევროპას, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას.

თქვენი დაკვირვებით უკრაინის საკითხზე გაეროში კენჭისყრამ რა აჩვენა და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- ესეც იმ კრიზისის გამოხატულებაა, რომელშიც, ამ ეტაპზე, მსოფლიო პოლიტიკა იმყოფება. გაერო, რომელიც ათწლეულებია ვერ ასრულებს მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების უზენაესი ფორუმის ფუნქციას, უცებ ფაქტორი და არენა აღმოჩნდა და ეს მისასალმებელია. უფრო მეტიც, მისი რეფორმირებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი.

უკრაინაზე კენჭისყრამ აჩვენა, რომ ამერიკის ავტორიტეტი და არა ტრამპის ადმინისტრაციის ავტორიტეტი, მსოფლიოში არც ისე მაღალია და ეს ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლით არ არის გამოწვეული. ეს ტენდენცია ბოლო ათწლეულებში ფიქსირდებოდა.

კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ კონსენსუსის მიღწევა და კონფლიქტის დასრულება ძნელი იქნება. აქ ზელენსკის ფაქტორი, უკრაინის პრეზიდენტის, საერთოდ არ არის ანგარიშგასაწევი. ზელენსკი, ძირითადად უკრაინის პატრიოტებს და დასავლეთს ახმოვანებდა მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში. ომი ისე უნდა დამთავრდეს, რომ კომპრომისი ორივე მხრიდან იყოს, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის

ამ გარიგებების პროცესში, რასაკვირველია, უკრაინა არ უნდა დაიჩაგროს. მისი თავისუფლება წმიდათაწმიდაა და პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიზმაში უნდა შევხედოთ ომის დასასრულს. ათასობით და ასი ათასობით მოკვდინებას, დაღუპვას ბრძოლის ველზე, ან მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრესორი ქვეყნის მიერ, ბოლო უნდა მოეღოს.

ცხადია, გასათვალისწინებელია რუსეთის პრეტენზიებიც და ის ფაქტორები, რომელთა გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

არ ვარ თავგამოდებული პაციფისტი, მაგრამ მწამს, რომ გლობალური დაპირისპირებაც და სახელმწიფოებს შორის კონფლიქტიც მოლაპარაკებების მაგიდასთან და ავტორიტეტულ ფორუმებზე უნდა გადაწყდეს. დროა, კანიბალიზმი წარსულში დავტოვოთ.

კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ კონსენსუსის მიღწევა და კონფლიქტის დასრულება ძნელი იქნება. აქ ზელენსკის ფაქტორი, უკრაინის პრეზიდენტის, საერთოდ არ არის ანგარიშგასაწევი. ზელენსკი, ძირითადად უკრაინის პატრიოტებს და დასავლეთს ახმოვანებდა მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში. ომი ისე უნდა დამთავრდეს, რომ კომპრომისი ორივე მხრიდან იყოს, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის.

მრავალპოლუსიანი მსოფლიო, რასაც ჩემდა გასაკვირად, ტრამპის გეოპოლიტიკური ხედვაც გულისხმობს, ბუნებრივია, ამ პოლუსებს შორის გავლენის სფეროებისათვის პერმანენტულ ბრძოლას ითვალისწინებს. ეს ლოგიკური და ბუნებრივია. ასეთი განაწილება სამართლიანი უნდა იყოს და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა ომების და სისხლისღვრის მეშვეობით

ერთი ფაქტორია, რასაც არც ერთი მხარე ჯეროვნად არ აფასებს - ესაა უკრაინული ნაციონალიზმი (ამ შემთხვევაში ამ ტერმინს არ ვანიჭებ უარყოფით კონოტაციას). ნატოს წევრობაზე უარსა თუ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე უკრაინელ ნაციონალისტებს უმწვავესი რეაქცია და დამოკიდებულება ექნებათ.

მილიონი უკრაინელი დღეს იარაღით ხელში იბრძვის თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის. მათთვის მოსალოდნელი ზავის შედეგები შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს. ყველაფერი უკრაინის ომის შემდგომ მოწყობაზეა დამოკიდებული, თორემ წიაღისეულისა და მინერალური რესურსების თაობაზე ხელშეკრულების პირობებზე, როგორმე, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდებიან.

- ვითარება ევროპაშიც და აშშ-შიც საკმაოდ გართულებულია. თუმცა, არც ისე თოვს, როგორც ქუხს. მაკრონმა ტრამპს პირდაპირ ეთერში უთხრა:ომის ხარჯები უკრაინამ კი არ უნდა აუნაზღაუროს ამერიკას დაევროპას, არამედ რუსეთმა, ვინც ეს ომი გააჩაღა

ვრცელდება ინფორმაცია რომ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმამუშაობა დაიწყო რუსული გაყინული აქტივებიდან უკრაინისდაფინანსების პირობებზე. G7 წევრი კანადა, პირველი სახელმწიფოგახდა, რომელიც არ დაელოდა ამერიკის ნაბიჯებს და გაყინული რუსულიაქტივის 5 მილიარდი დოლარი გადაურიცხა უკრაინას.

საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს სადაც 300 მლრდ ევრო რუსულიაქტივი არის გაყინული, ეხსნება სამართლებრივი გზა მისი უკრაინაშიგამოყენებისთვის.

რაც შეეხებაკრიტიკული მინერალებისხელშეკრულებას, აქაც, ტრამპმა უკან დაიხია - ახალ ვერსიაში აღარ არის საუბარიყბადაღებულ” 500 მილიარდზე, არც ამერიკის მხრიდან ფონდისმართვაზე. უკრაინა გადარიცხავს ერთობლივ ფონდში მოგების 50%-რაც უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯება.

პარასკევს პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში ჩადის და აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმებას ხელი მოეწერება. ამ შეთანხმებისგაფორმებით, უკრაინა მიიღებს 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციასზავის გაფორმებამდე, ბრძოლის გასაგრძელებლად საჭიროშეიარაღებას, რაც დონბასის და დნეპრის ოლქების უსაფრთხოების არაპირდაპირ გარანტიას წარმოადგენს.

უკრაინის საკითხში ტრამპის პოზიციებში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარაუდები და მტკიცებები იმის შესახებ, რომ აშშ და უკრაინა გავლენის სფეროებს ინაწილებენ დამაჯერებლად არ გამოიყურება.

თუ ასე არ ფიქრობთ, თქვენი დაკვირვებით რა მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონი და რუსეთი გავლენის სფეროებს ინაწილებენ?

- მრავალპოლუსიანი მსოფლიო, რასაც ჩემდა გასაკვირად, ტრამპის გეოპოლიტიკური ხედვაც გულისხმობს, ბუნებრივია, ამ პოლუსებს შორის გავლენის სფეროებისათვის პერმანენტულ ბრძოლას ითვალისწინებს. ეს ლოგიკური და ბუნებრივია. ასეთი განაწილება სამართლიანი უნდა იყოს და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა ომების და სისხლისღვრის მეშვეობით.

ასეთ მიდგომას ერთი დიდი ნაკლი აქვს - პატარა ქვეყნები აღმოჩნდებიან თამაშგარე მდგომარეობაში და ხშირად „დიდი ბიძიების“ კეთილ ნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. სხვა მხრივ, რესურსებისა და გავლენების არეალისთვის ბრძოლა იყო ოდითგან და არის დღესაც პოლიტიკის მთავარი საყრდენი.

აი, ამ სამართლიანობის მიღწევაა დღეს, კეთილი ნების ადამიანებისთვის, მთავარი ამოცანა.

ევროპა-საქართველოს ურთიერთობები, ცხადია, პრობლემური იქნება ხილულ პერსპექტივაში. ეს არის მმართველი პარტიის გააზრებული და შეგნებული არჩევანი

რაც შეეხება რუსულ გაყინულ აქტივებს, ბუნებრივია, სამართლიანი იქნება მათი გამოყენება უკრაინის აღდგენისთვის. წიაღისეულის და იშვიათი მინერალების შესახებ ხელშეკრულებაც უკრაინის გაჩანაგებული ეკონომიკისა და დანგრეული საცხოვრებელი ფონდის აღსადგენად რესურსების ნაწილის გამოყენებას გულისხმობს და ეს მისასალმებელია.

- უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის, უკრაინის საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის თემებზე ურთულესი დღეები აქვს გადასატანი უკრაინას, ევროპას და ამერიკას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ რომ ევროპელ პოლიტიკოსებს და ევროპელ სტრუქტურებს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, ცხადზე უცხადესია.

თუ აქამდე საქართველოს ატლანტიკური მომავალი ბუნდოვნად გამოიყურებოდა, ახლა საქართველოს ევროპული პერსპექტივაც ბევრი თვალსაზრისით სათუოდ გამოიყურება. ასეა მიუხედავად იმისა, რომ 2024 არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მიუხედავად ამისა, არჩევნების დასრულებიდან ორ დღეში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლამდე საქართველო ევროკავშირის წინაშე არ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს“.

ამ განცხადებამ ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქციების დაწყება გამოიწვია. ვხედავთ, რომ აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციები ქუჩაში გრძელდება.

ევროპა-საქართველოს ურთიერთობები რომ საკმაოდ დაძაბულია, ვხედავთ. იმ მოცემულობაში რომელშიც ახლა ვართ უახლოეს მომავალში თქვენ როგორ გესახებათ ევროპა-საქართველოს ურთიერთობები?

- ევროპა-საქართველოს ურთიერთობები, ცხადია, პრობლემური იქნება ხილულ პერსპექტივაში. ეს არის მმართველი პარტიის გააზრებული და შეგნებული არჩევანი.

ამ სიტუაციის მთელი თავისებურება ისაა, რომ ამას ქართულ საზოგადოებაში არ გამოუწვევია მასშტაბური საპროტესტო ტალღა. სტრატეგიულად სწორი, საწყის ეტაპზე, რევოლუციური სცენარი, არ შედგა. პროტესტანტების უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ეს ბუნებრივია, რადგან მათთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა.

შეცდომა იყო პარტიების გვერდზე გადგომა და პროტესტანტების მიშვება „ბრძოლის ველზე“. შეცდომა იყო პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა და მისი დელეგიტიმიზაციის კურსი, რამაც ფაქტობრივად, ლამის დესუვერენიზაციამდე მიგვიყვანა. ეფექტური არ აღმოჩნდა სანქციების ტაქტიკა, ისე როგორც შეცდომა იყო პრემიერის განცხადება 2028-მდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

უახლოესი პერსპექტივისთვის ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არსებითი და განმსაზღვრელი იქნება და გამოსავლად ისევ ვადამდელი არჩევნები მესახება ადგილობრივი არჩევნების, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, მომავალი წლის გაზაფხულზე. ეს გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს და სამოქალაქო თანხმობის მიღწევაშიც დაგვეხმარებოდა

აი, ასეთია სადღეისოდ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც საიმედოს არაფერს შეიცავს და ძირითადად, ოპოზიციური ფლანგის არაადეკვატურობით და ქმედუუნარობით არის განპირობებული. კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა სხვა ფული, ივანიშვილის ფულის გარდა, მაგრამ ცუდია, რომ იგი ფაქტობრივად, ჰაერს გატანებული რესურსია, რადგან აბსოლუტურად გაუაზრებელ პროცესზე უსისტემოდ იხარჯება.

ოპოზიცია მომხრეებს ვერ გაიმრავლებს უნიადაგო და უსაფუძვლო განცხადებების ტირაჟირებით და პოზიციების დაფიქსირებით. საწყის ეტაპზე, საპროტესტო ტალღას არ ჰქონდა მთლიანად მშვიდობიანი ხასიათი და ამის არაღიარება დამაზიანებელია. აგრეთვე ხელისუფლების პოზიციას ასუსტებს სამართალდამცავთა მხრიდან გადაცდომებზე ნულოვანი რეაგირება.

თუ ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციას აქვს რაიმე ღირებულება, მმართველი ძალის შესაცვლელად და ვადამდელი არჩევნების რეალურობის მისაღწევად, მოვუწოდებდი ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის რეანიმირებისკენ, რამდენად დაგვიანებულიც არ უნდა იყოს ეს.

ყველა სხვა გამოსავალი და „გოდოს მოლოდინი“, არაფერს მოიტანს.

- იმედია აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვისაც მოიცლის.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ტრამპის ბრძოლა ამერიკული Deep State-ს წინააღმდეგ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა?

- როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, საქართველომ თავის თავს უნდა მიხედოს და თავის არჩევანს უერთგულოს.

უახლოესი პერსპექტივისთვის ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არსებითი და განმსაზღვრელი იქნება და გამოსავლად ისევ ვადამდელი არჩევნები მესახება ადგილობრივი არჩევნების, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, მომავალი წლის გაზაფხულზე. ეს გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს და სამოქალაქო თანხმობის მიღწევაშიც დაგვეხმარებოდა.

მთავარი, ახლა, ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებაა არენაზე მყოფი ოპოზიციური ძალების წიაღში, რამეთუ ძლიერი და ადეკვატური ოპოზიციის გარეშე, ჩვენთანაც კი, პოლიტიკური სისტემას, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფუნქციონირება გაუჭირდება.

„ქართული დიფ სთეითი“ ბუნებრივია, დღესაც არსებობს, იგი არ არის, ასე ვთქვათ, პროევროპული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე და მოსურნე. იგი არ არის „ამერიკული დიფ სთეითის“ ნაწილი, თუმცა წინა ათწლეულების განმავლობაში, პროევროპულ ძალებს ცალსახად უჭერდა მხარს

ვისურვებდი, ოპოზიციამ გაითვალისწინოს, რომ „ქართულმა დიფ სთეითმა“ ხელისუფლების ცვლილებას, ამ ეტაპზე, მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, მის მისამხრობად და დასარწმუნებლად სერიოზული მუშაობა მართებთ, რადგან „ქართული დიფ სთეითის“ მხარდაჭერის გარეშე არც ზვიად გამსახურდია მოსულა ხელისუფლებაში, არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული დიფ სთეითი“ ბუნებრივია, დღესაც არსებობს, იგი არ არის, ასე ვთქვათ, პროევროპული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე და მოსურნე. იგი არ არის „ამერიკული დიფ სთეითის“ ნაწილი, თუმცა წინა ათწლეულების განმავლობაში, პროევროპულ ძალებს ცალსახად უჭერდა მხარს.

ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა და ყველამ, ვისაც ქართულ პოლიტიკაში წარმატება სურს, ეს უნდა გაითვალისწინოს.

მცდელობა, „ქართული დიფ სთეითი“ USAID -ისა და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების ქსელით და ორგანიზაციებით, იქ დაკვალიანებული ადამიანებით ჩაენაცვლებინათ, მარცხით დასრულდა. და ეს ბუნებრივიც იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ ორგანიზებულ ფორუმებზე ვიდეოინფორმაციებში არასდროს შემინიშნავს გავლენიანი ქართველი მოღვაწეები - მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ანალიტიკოსები. თუმცა, ფული უზარმაზარი დაიხარჯა. მათგან ბევრიც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

როგორიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან და მის დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, გარკვეული თვალსაზრისით, თვითკმარი უნდა იყოს

არ მაქვს მიზნად, თეორიული დისკუსია წამოვიწყო „ქართული დიფ სთეითის“ რაობისა და ვინაობის თაობაზე, მაგრამ პოლიტიკური პროცესით დაინტერესებულებისთვის ვიტყვი, რომ „ქართულ დიფ სთეითს“ შეადგენენ მილიონერები, რომლებიც ძირითადად, არენაზე არ ჩანან და არც გამოჩენილან. თემურ ჭყონია, ამ მხრივ, გამონაკლისია, რადგან „კოკა კოლას“ და „მაკდონალდსის“ ქართული წარმოების მეპატრონეს ძლიერი ზურგი აქვს.

„ქართულ დიფ სთეითს“ მიეკუთვნებიან, ასევე, ავტორიტეტული თბილისელები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე არ ჩანან ტელეეკრანებზე.

არ მგონია, უინტერესო იყოს, მაგალითად, პროფესორ რისმაგ გორდეზიანის, მხცოვანი და ავტორიტეტული მოღვაწის მოსაზრებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და იმის თაობაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა უპირობოდ დღესვე და მოცემული პროტესტანტი ოპოზიციით.

„ქართული დიფ სთეითის“ სოლიდური ნაწილია სახელმწიფო მოხელეები - მათი 80-90% ოპოზიციამ ვერ გადაიბირა და ვერ გამოიყვანა ქუჩაში. პრინციპში, ეს ოპოზიციისთვის გაუგებარია, მაგრამ ზოგადად, გასაგები.

თუნდაც ის, რომ ისინი თავიანთ, შესაძლოა, არცთუ მომხიბლავ მაგრამ რეალურ და ხელით შესახებ სტაბილურობას უფრთხილდებიან და არსებით უკეთესობას არც მომავალი ხელისუფლებისგან მოელიან. მათთვის, შეძახილი - ევროპა არ გინდათ?! - წითელი ხაზი არ არის, რადგან ხელისუფლებაც ევროპისკენ თანმიმდევრული სვლის მომხრეა და ასეთი კურსი აქვს დეკლარირებული.

„ქართულ დიფ სთეითად“ უნდა განვიხილოთ დასაქმებულების მნიშვნელოვანი ნაწილი - ბუნებრივია, ამ ქვეყანაში, სტაბილურ შემოსავალს ყველა უფრთხილდება. „დიფ სთეითია“ ასევე, სოციალურ პრიზმაში, 50 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების უმრავლესობა, - მათთვის კატაკლიზმები, არეულობა და კონფლიქტები შემაშფოთებელი და მიუღებელია.

რა თქმა უნდა, აზრის ლიდერები - რომლებიც, ასევე ბუნებრივია, არ ჩანან ხელისუფლება-ოპოზიციის კონტროლირებად ტელეეთერებში, მაგრამ მოვლენათა განვითარებაზე გავლენას ახდენენ.

ისინი, საბედნიეროდ, ბევრნი არიან, მაგრამ სახელებს და გვარებს არ მოვიტან, რათა გარკვეული უხერხულობა არ შევუქმნა მათ. მხოლოდ ორს დავასახელებ - აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომლის ანალიზიც, ყოველთვის ობიექტურობით და სიღრმით გამოირჩევა, მაგრამ ხელისუფლების ასე და ამგვარად შეცვლისთვის მისი მხარდამჭერი მოსაზრება არსად შემხვედრია, და დათო გამცემლიძე, - პროფესიონალი ანალიტიკოსი, რომელიც წლებია გამოირჩევა პოლიტიკური პროცესის ღრმა და არგუმენტირებული კრიტიკული ანალიზით.

მის ნააზრევში თანხმობა ამ პოლიტიკური პროცესის შედეგად ხელისუფლების შეცვლაზე, ხელახალ არჩევნებზე და რევოლუციური პროცესის მხარდაჭერაზე, მე არსად შემხვედრია.

ჩვენი, ქართული „დიფ სთეითის“ თავისებურება მის მნიშვნელოვან ნაწილად რიგითი მოქალაქეების არსებობასაც გულისხმობს. ეს არის მოქალაქეთა, ამომრჩევლების დაახლოებით 35 %, სხვათა შორის, ორივე მხარეს.

ხელისუფლების მომხრეები, დაახლოებით 25 % და ოპოზიციის მომხრეთა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების – 10 %. მათ, სოციუმის დანარჩენი ნაწილი ენდობა და ანგარიშს უწევს. იმის თქმა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა წყვეტს ყველაფერს, არ იქნებოდა სწორი, უფრო ზუსტად - სრული.

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.

ასე რომ, ეს ყბადაღებული Deep State ჩვენთანაც არსებობს და აქ ის პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორია. ვიღაცას ეს შეიძლება მოსწონს, ვიღაცას არა.

შტატებში კი ის ახალი გლობალიზმის შემაფერხებელი აღმოჩნდა და შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის მთავარ სამიზნედ იქცა.ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, წლის ბოლომდე არ მოვიწყენთ...

როგორიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან და მის დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, გარკვეული თვალსაზრისით, თვითკმარი უნდა იყოს.

იმპერიების მიდევნების მიუღებელი ტრადიცია ადეკვატურობის და თანმიმდევრულობის სტრატეგიამ უნდა ჩაანაცვლოს. დღეს კი ასეა - „ქართული დიფ სთეითი“ ებრძვის ამერიკულს, რომლის ნაწილიც ევრო ბიუროკრატიაა.

შესაბამისად, სიტუაცია დაპირისპირებებს და გაუგებრობებსაც კი მოიცავს. ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა მეტი მოქნილობა უნდა გამოიჩინოს და სათავისოდ, საქვეყნოდ გამოიყენოს წინააღმდეგობები ევროპასა და ამერიკას, ამერიკასა და ჩინეთს, რუსეთსა და თურქეთს შორის. და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდება.

ასე რომ, დაძაბული პოლიტიკური სეზონი გველის.

„ინტერპრესნიუსი“