კრემლში დღეს დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი შესაძლოა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს.
„ჩვენ ბევრი მეგობრები გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ასეთი ღონისძიების ორგანიზებაში. ერთი ასეთი მეგობარი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სრულიად შესაფერისი ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის პირობების შექმნა ჯერ შორეული პერსპექტივაა.