ირაკლი კობახიძემ "ნამახვანჰესის" პროექტს ჩავარდნაზე, სრული პასუხისმგებლობა NGO-ებს დააკისრა, რომლებიც პროექტის განხორციელებას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
„ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც დაარქვით რუსული კანონი. უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა ჩააგდეს ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ესეც ისეთივე მნიშვნელობის პროექტია როგორიცაა კობი-ქვეშეთის გვირაბის პროექტი. თუმცა იმხელა წინააღმდეგობა იყო ჩააგდეს პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს, კანონი აუცილებელია რომ ასეთი საზიანო ქმედებები აღარ განხორციელდეს. მათ შორის უცხოური შავი დაფინანსების წინააღმდეგ. ეს NGO-ები არიან პასუხისმგებელი.
დავა გრძელდება და დავას აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ 300 მილიონიდან 200 მილიონი უკვე განხორციელებული ინვესტიციაა და სახელმწიფო არ იზარალებს ამ თანხას. რა თქმა უნდა გინდა 100 მილიონი იყოს და გინდ 10 მილიონი, ეს არის სერიოზული ზიანი", - განაცხადა პრემიერმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს.